კრებული იმ მეცნიერებათა, რომელნიც შეეხებიან სასოფლო მეურნეობას: ზოგნი მათგანნი იკვლევენ ბუნების მოვლენებს, რომელნიც გავლენას ახდენენ სასოფლო მეურნეობაზე, ხოლო ზოგნი ითვალისწინებენ სასოფლო მეურნეობის ეკონომიურ მხარეს; აგრონომიული - ის, რაც შეეხება აგრონომიას ან აქვს აგრონომიის ხასიათი; აგრონომიული ინსტიტუტი - სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულება, რომელიც ზრუნავს აგრონომიის წარმატებისათვის; აგრონომიული პროპაგანდა (მოკლედ: აგროპროპაგანდა) - აგრონომიისადმი ინტერესის გაღვიძება და შესაფერი ცოდნის გავრცელება სიტყვით, ბეჭდვით, სურათებით, გამოფენით და სხვა; აგრონომიული პუნქტი (მოკლედ: აგროპუნქტი) - დაწესებულება, რომელიც აწოდებს მიწის მშრომელთ საჭირო ცნობებს, იარაღებს, თესლებს, ნერგებს და სხვ.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.