გა გე გვ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გაბ გაგ გავ გაზ გათ გაი გალ გამ გან გაპ გარ გას გაუ გაშ

გალვანიზმ-ი

მოძღვრება ისეთ ელექტრულ მოვლენათა შესახებ, რომელთაც ადგილი აქვსთ სხვადასხვაგვარ სხეულთა შეხების დროს; ასეთი მოვლენები პირველად შენიშნა (1790) შესანიშნავმა იტალიელმა მეცნიერმა გალვანი-მ (1737-1793); აქედან: გალვანიზაცია, გალვანიზირება,–გალვანური დენით ელექტრიზაცია; გალვანური ელემენტი - ორი განსაზღვრული გამტარის შეერთება, რომელიც იძლევა ელექტრულ დენს; გალვანური ბატარეა - რამდენიმე გალვანური ელემენტის შეერთება განსაზღვრული წესით – მეტი სიძლიერის დენის მისაღებად: გალვანური დენი - ელექტრული დენი, რომელიც მიღებულია გალვანური ელემენტისა და ბატარეისაგან; გალვანომეტრ-ი - ელექტრული დენის სიძლიერის საზომი ხელსაწყო.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9