გა გე გვ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გეგ გედ გეე გეი გეკ გემ გენ გეო გეპ გერ გეს გეტ გეშ

გენერალ-ი

L. გენერალის „საერთო, ზოგადი“.
საერთო უფროსი; უმაღლესი სამხედრო ხარისხი (საბჭოთა კავშირის გარეშე ქვეყნებში): აქედან: გენერალ-ადიუტანტ-ი - გენერალთა საპატიო წოდება: გენერალ-ადმირალ-ი - სახელმწიფოს მთელი ფლოტის უფროსი; გენერალ-ანშეფ-ი; გენერალი არტილერიისა, ინფანტერიისა ან კავალერიისა - სრული გენერალი: გენერალ-აუდიტორ-ი - არმიის სასამართლო ნაწილის გამგე, გენერალ-მაიორ-ი - გენერლის პირველი (დაბალი) ხარისხი: გენერალ-ლეიტენანტ-ი - შემდეგი ხარისხი (გენერალ-მაიორთან შედარებით); გენერალ-გუბერნატორ-ი - უზენაესი უფროსი ერთისა ან რამდენისამე გუბერნიისა რევოლუციის წინა რუსეთში; გენერალ-კონტროლერ-ი - სახელმწიფო კონტროლის დეპარტამენტთა სათავეში მდგომი პირის წოდება; გენერალ-პროკურორ-ი – ძველი თანამდებობა რუსეთში: სენატის მუშაობის ხელმძღვანელი და მეთვალყურე; გენერალ-სუპერინტენდენტ-ი - უზენაესი სასულიერო წოდება ლუტერანთა; გენერალ-ფელდ-მარშალ-ი - საგენერლო ხარისხებში ყველაზე საპატიო წოდება.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9