გა გე გვ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გეგ გედ გეე გეი გეკ გემ გენ გეო გეპ გერ გეს გეტ გეშ

გენერალური

L. გენერალის.
საერთო, ზოგადი, უფროსი, მთავარი და სხვ.; აქედან: გენერალური აგენტ-ი - დაწესებულებისა ან რაიმე წამოწყების საერთო აგენტი; გენერალური ბალანს-ი; გენერალური ბრძოლა - ისეთი ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მებრძოლ მხარეთა ყველა ძალები და რომელიც სწყვეტს მთელი ომის ბედს; გენერალური პაუზა - მუსიკაში: მუსიკალურ ნაწარმოებში ყველა მონაწილეთა (ხმებისა და ინსტრუმენტების) სიჩუმე; გენერალური რეპეტიცია - სათეატრო პიესის შესრულების წინასწარი საბოლოო შემოწმება; საბოლოო რეპეტიცია; გენერალური რუკა - ამა თუ იმ ქვეყნის მთლიანი რუკა (ქარტა); გენერალური შტაბ-ი - სამხედრო უწყების ორგანო, რომელიც განაგებს სამხედრო მოქმედებათა მომზადებასა და დამუშავებას; გენერალური შტატები -

1. სახელმწიფოს წარმომადგენელთა კრება ძველად ჰოლანდიასა და საფრანგეთში;

2. სამი წოდების (სამღვდელოების, აზნაურთა და ბურჟუაზიის) წარმომადგენლობითი კრება რევოლუციის (1789) წინა საფრანგეთში (Etats generaux).

Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9