გა გე გვ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გეგ გედ გეე გეი გეკ გემ გენ გეო გეპ გერ გეს გეტ გეშ

გენია

L. genius:
1. მფარველი სული: ძველ იტალიელთა რწმენით თვითეულ ადამიანს ჰყავს თავისი გენია, რომელსაც ზოგჯერ თაყვანსაც სცემდა; ხელოვნებაში გ ე ნ ი ე ბ ი წარმოდგენილნი არიან მითოლოგიის დაბალ ღვთაებათა სახით - ფრთებ-შესხმულნი;

2. ნიჭიერების უმაღლესი საფეხური (იგივეა, რაც გენიალობა);

3. გენია ან უკეთ გენიოს-ი - არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი; აქედან: გენიალური ან გენიოსური - არაჩვეულებრივად ნიჭიერი; აგრეთვე გენიისა ანუ გენიოსის მიერ შემონაქმედი, მაგ. რაიმე ნაწარმოები, რომელსაც საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს.

Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9