საერთოდ: მეცნიერება, რომელიც იკვლევს დედამიწას, დედამიწის ზედაპირს და მის თვისებებსა და ფორმებს: მათემატიკური გეოგრაფია - იკვლევს დედამიწას, როგორც მზის სისტემის ნაწილს; ფიზიკური გეოგრაფია - იკვლევს დედამიწის ზედაპირის თვისებებსა და ფორმებს; პოლიტიკური გეოგრაფია - იკვლევს დედამიწას, როგორც ადამიანის ადგილსამყოფელს (საზოგადოებათა და სახელმწიფოთა წარმოქმნასა და განვითარებას - მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის მიხედვით და სხვ.); აქედან: გეოგრაფ-ი - გეოგრაფიის მცოდნე და მკვლევარი; გეოგრაფიული - გეოგრაფიის ხასიათის მქონე ან გეოგრაფიის შემცველი და სხვ.; მაგ. გეოგრაფიული რუკა და სხვ.; საგეოგრაფიო - ის, რაც განკუთვნილია გეოგრაფიისათვის, მაგ. - საზოგადოება, - ის საზოგადოება, რომლის მიზანიცაა ამა თუ იმ ქვეყნის გეოგრაფიის შესწავლა და სხვ.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.