გა გე გვ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გეგ გედ გეე გეი გეკ გემ გენ გეო გეპ გერ გეს გეტ გეშ

გეოლოგია

Gk. „მიწათმეტყველება“.
მეცნიერება დედამიწის შესახებ, რომელიც იკვლევს დედამიწის ქერქის შედგენილობას, აგებულობას და განვითარებას; გეოლოგიის დარგებია: ფ ი ზ ი კ უ რ ი ანუ დ ი ნ ა მ ი კ უ რ ი გ ე ო ლ ო გ ი ა - იკვლევს თანამედროვე გეოლოგიურ მოვლენებს; პეტროგრაფია - იკვლევს დედამიწის ქერქის შედგენილობას; პალეონტოლოგია - იკვლევს გადაშენებულ ცხოველებსა და მცენარეებს (პეტროგრაფია და პალეონტოლოგია წარმოადგენენ დამოუკიდებელ მეცნიერებებს), ისტორიული გეოლოგია (გეოგნოზია) - დედამიწის ქერქის ისტორია; სტრატიგრაფია - მოძღვრება ფენების წარმოქმნის შესახებ მათი ხნოვანობის მიხედვით; გეოტექტონიკა - მოძღვრება მთების აგებულობის შესახებ; აქედან: გეოლოგ-ი - გეოლოგიის მცოდნე და მკვლევარი; გეოლოგიური - გეოლოგიის ხასიათის მქონე ან გეოლოგიის შემცველი, მაგ. გეოლოგიური გადაღება ადგილისა - დაწვრილებითი გამოკვლევა ამა თუ იმ ადგილისა გეოლოგიის თვალსაზრისით და სათანადო (გეოლოგიური) რუკის შედგენა; საგეოლოგიო - გეოლოგიისათვის განკუთვნილი, მაგ. - მუზეუმი, სადაც ინახება კოლექციები პალეონტოლოგიისა, პეტროგრაფიისა; საგეოლოგიო საზოგადოება და სხვ.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9