გა გე გვ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გლა გლე გლი გლო გლუ

გლაზურ-ი

Fr. glacure, გერმ. glasur.
მინისებური შენადნობის თხელი ფენი, რომლითაც მაღალ ტემპერატურაზე დაჰფარავენ თიხის (ან ლითონის) საგანს და რომელიც მიანიჭებს ამ საგანს ბრწყინვას, სიგლუვეს, წყალგაუვალობას და, ზოგჯერ, ამა თუ იმ ფერს; ქართულად: მ ო ჭ ი ქ უ ლ ო ბ ა ან ჭ ი ქ უ რ ი; აქედან: გლაზირება ან გლასირება -

1. მოჭიქვა ანუ გლაზურით დაფარვა თიხისაგან გაკეთებული საგნისა;

2. მომინანქრება ანუ ემალით დაფარვა ლითონისაგან გაკეთებული საგნისა;

3. მხატვრობაში: ფერადების შემსუბუქება გამჭვირვალე ფერადების შერევით; გლაზურის ფერადი - მბზინვარე გამჭვირვალე ფერადი.

Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9