მსოფლიო ომის დროს წარმოშობილი (შვეიცარიაში, შემდეგ პარიზში გავრცელებული) ხანმოკლე ლიტერატურული მიმართულება (უფრო სწორედ — ჯგუფი), რომელიც უარჰყოფდა ყოველსავე ადამიანურს: გონებას, საზოგადოებრიობას, კაცობრიობას და სხვ.; აქედან: დადაისტები — დადაიზმის მიმდევრები.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.