ამერიკის ქალაქ დ ა ლ ტ ო ნ-ის სკოლაში შემოღებული (ე. პ ა რ კ ჰ ო რ ს ტ -ის მიერ) წესი სწავლებისა, რომლის მიხედვითაც თვითმოქმედების გასავითარებლად მოზარდს ეძლევა დასამუშავებლად განსაზღვრული გ ა ნ ა კ ვ ე თ ე ბ ი, რომელიც მან უნდა დაამუშაოს დამოუკიდებლად (საჭირო დამხმარე წიგნებისა და ხელსაწყოების დახმარებით); ამ წესის მიხედვით მოწაფეს ეძლევა მხოლოდ საკითხი, ხოლო საკითხის გადაჭრა მისი საქმეა (ჩვეულებრივი წესის მიხედვით კი მოწაფეს მიცემული აქვს პასუხიც, რის დასწავლაც მას ევალება).
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.