და დე დვ დი დო დრ დუ
დაგ დად დავ დაზ დაი დაკ დალ დამ დან დაო დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაშ

დაუეს-ის გეგმა

ასე ეწოდება ანტანტის მიერ შექმნილი ექსპერტთა კომიტეტის გეგმას, რომლის მიზანიც იყო დაემუშავებია საკითხი - მსოფლიო ომით ანტანტისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ გერმანიის მიერ; კომიტეტს თავმჯდომარეობდა გენერალი დ ა უ ე ს-ი (Dowes); გეგმა ითვალისწინებს შემდეგ ზომებს:

1) გერმანიის რკინის გზების გადაცემა კერძო საზოგადოებისათვის, რომელსაც ედება სარეპარაციო ვალი (11 მილიარდი მარკა 38 წლის განმავლობაში დასაფარავად);

2) კერძო ქონების დაბეგვრა 5 მილიარდი მარკით საობლიგაციო ვალის სახით;

3) საემისიო ბანკის შექმნა — გერმანიის მიერ ყოველწლიურად გადახდილი 2.1/2 მილიარდის გასანაწილებლად;

4) სესხის მიცემა გერმანიისათვის;

5) რურის დაუყონებლივი ევაკუაცია.

Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9