1) ისეთი სახელმწიფოებრივი წესწყობილება, რომელშიც ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და რომელიც უზრუნველჰყოფს მცხოვრებთა მონაწილეობას საკანონმდებლო ორგანოებში და მოქალაქეობრივ თავისუფლებას (სიტყვისას, კრებისას, კავშირისას და სხვ.); დემოკრატია შესაძლებელია
პროლეტარული (იქ, სადაც პოლიტ. ხელისუფლება პროლეტარიატის ხელშია) და
ბურჟუაზიული (კაპიტალისტურ ქვეყნებში);
2) დემოკრატია ეწოდება თვითონ ხალხს, რომელიც გაერთიანებულია საერთო ინტერესთა და უფლებათა ნიადაგზე და იბრძვის მათ დასაცავად; დემოკრატიზაცია—გახალხურება, გამდაბიოება; ხალხური მართვა-გამგეობის შემოღება; დემოკრატიზირება — დემოკრატიზაციის მოხდენა; დემოკრატიზმ-ი — დემოკრატიის დებულებათა მომხრეობა. დემოკრატიული — დემოკრატიის ხასიათის მქონე; მდაბიო.