L. -ფრ. déposer „დადება, შეტანა“ და სხვ.: 1) სახელმწიფო ან საკრედიტო დაწესებულებაში შეტანილი რაიმე ღირებულება უკანვე მიღების უფლებით;
2) ვალდებულების შესრულების ერთერთი საშუალება (როდესაც კრედიტორს არ სურს მიიღოს ვალი); აქედან: დეპოზიტორ-ი — პირი, რომელიც აბარებს რაიმე ღირებულებას შესანახად ან ვალდების უზრუნველსაყოფად; სადეპოზიტო ბანკი — საკრედიტო ბანკი, რომელიც იბარებს სხვადასხვა ღირებულებას; სადეპოზიტო ქვითარი — ხელწერილი ბანკის მიერ მიღებული ღირებულებისათვის.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.