ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეფ ექ ეშ ეხ
ენგ ენდ ენე ენზ ენთ ენი ენკ ენო ენტ ენც

ენციკლოპედია

Gk. -ლათ. ბერძ. enkyklios „მრგვალი, წრიული“, paideia „აღზრდა, განათლება“ — „განათლების წრე“:
1) ყოველ ცოდნათა (მეცნიერებათა) სისტემატურად დალაგება (ზოგადი ენციკლოპედია);

2) ერთი რომლისამე მეცნიერების (მაგ. ბუნებისმეტყველების, ისტორიის, ლიტერატურის და სხვ.) შესახებ ყოველგვარი ცოდნის სისტემატურად დალაგება (კერძო ენციკლოპედია); აქედან: ენციკლოპედიზმ-ი — მრავალმხრივი ფართე განათლების მქონლობა, მეცნიერების მრავალ დარგთა მცოდნეობა ან ასეთის შეძენის სურვილი; ენციკლოპედისტ-ი —:

1) მრავალმხრივ განათლებული ადამიანი;

2) ენციკლოპედისტები (მრავლ.) — ასე ეწოდათ 18 საუკუნის ფრანგ ფილოსოფოსებს (ვოლტერს, რუსოს, დიდროს და სხვ.), რომელნიც მონაწილეობდენ 1751—72 წ. წ. მეცნიერებათა, ხელოვნებათა და ხელობათა ენციკლოპედიის გამოცემაში; ამ ენციკლოპედიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის იდეურად მომზადებისათვის; ენციკლოპედიური — ენციკლოპედიის ხასიათის მქონე, მაგ.: ენციკლოპედიური განათლება — მრავალმხრივი განათლება; ენციკლოპედიური ლექსიკონი — ეწოდება ისეთ ლექსიკონს, რომელიც შეიცავს ყოველი დარგის სამეცნიერო და პრაქტიკულ ცნობებს, დალაგებულს ანბანურ რიგზე.

Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9