ქვემო-დნეპრის კუნძულების სახელწოდება; 16 საუკ. აქ შეიქმნა ზ ა პ ო რ ო ჟ ი ს ს ე ჩ-ი (Запорожская сечь), რომელიც წარმოადგენდა ლტოლვილ გლეხთა და კაზაკთა დამოუკიდებელ თემს; ზ ა პ ო რ ო ჟ ი ე ლ ე ბ ი თავს ესხმოდენ ძარცვის მიზნით ოსმალეთსა და პოლონეთს; 17 საუკუნიდან მათი მეთაურობით უკრაინელი გლეხობა ებრძოდა პოლონეთის მემამულეებს.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.