დაერთვის სიტყვას თავში და აღნიშნავს ცხოველის შესახებ რასმე; მაგ. ზოოგეოგრაფია — მოძღვრება ცხოველთა გეოგრაფიული გავრცელების შესახებ; ზოოგლიფ-ი მინერალის ნატეხი, რომელიც ჰგავს ცხოველს ან მის ნაწილს; ზოოგრაფია — ცხოველთა აღწერა; ზოოთერაპია — ცხოველთა მკურნალობა; ზოოლატრია — ცხოველთა თაყვანისცემა; ზოოლით-ი გაქვავებული ცხოველი; ზოოლოგია — მეცნიერება, რომელიც იკვლევს ცხოველთა აგებულობისა, განვითარებისა და სიცოცხლის ზოგად კანონებს; აქედან: ზოოლოგიური — ზოოლოგიის ხასიათის მქონე; ზოოლოგიური ბაღი — სადაც ინახება სხვადასხვაგვარი ცოცხალი ცხოველები საკვლევად და საჩვენებლად; ზოოლოგიური მუზეუმი, სადგური და სხვ.; ზოომაგნეტიზმ-ი — ცხოველთა მაგნეტიზმი; ზოოპალეონტოლოგია — მეცნიერება ცხოველთა ამონათხარი ნაშთების შესახებ; ზოოპათოლოგია მეცნიერება ცხოველთა ავადმყოფობის შესახებ; ზოოფიტ-ი — ცხოველ-მცენარე (პოლიპი, მედუზა და სხვ.); ზოოფსიქოლოგია — მეცნიერება ცხოველთა სულიერი ცხოვრების შესახებ; ზოოტექნია ან ზოოტექნიკა — მეცნიერება შინაურ ცხოველთა მოშენება-მოვლის შესახებ; ზოოტომია — ცხოველთა ანატომია ; ზოოქიმია — ცხოველთა ქიმია.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.