| | |
2) აკად. ნ. ი. მ ა რ რ ი ს (დაიბ. 1860 წ.) თეორიით: სემიტურ ენათა ოჯახის მონათესავე შემდეგი ენები:
I. ცოცხალი — ქართველური და სხვა კავკასური ენები (ქისტური, დაღესტნის ენები, აფხაზური-ჩერქეზული და სხვ.), ბასკური და ვერშიკული;
II. გადაშენებული—ელამური, სუმერული, ქალდური და ეტრუსკული; აქედან: იაფეტური ენათმეცნიერება — მეცნიერება, რომლის საგანსაც წარმოადგენს იაფეტური ენები; იაფეტური თეორია — აკად. ნ. ი. მ ა რ რ ი ს შექმნილი თეორია, რომლის მიხედვითაც უძველეს დროს არსებობდა ენათა დიდი ოჯახი და ამ ოჯახის ნაშთს წარმოადგენს იაფეტური ენები; იაფეტიდოლოგია —:
1) ვიწროდ — იაფეტური ენათმეცნიერება;
2) ფართოდ: — მოძღვრება, რომელიც იაფეტურ ენათა ფაქტებზე დამყარებით და ნივთიერ კულტურასთან დაკავშირებით იკვლევს მეტყველების ჩასახვა-განვითარებას; იაფეტიდოლოგიის ერთერთ მთავარ პრინციპთაგანს წარმოადგენს ენათა ურთიერთ შეჯვარედინების პრინციპი (შეჯვარედინებული ენის ნიმუშია, მაგ. იაფეტურ-ინდოევროპული სომხური და ასეთივე ალბანური); იაფეტიდიზმები (მრავლ.) — იაფეტურ ენათა დამახასიათებელი მოვლენები არაიაფეტურ ენებში.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |