ია იბ იგ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იქ იშ იხ
იდა იდე იდი იდო

იდეალიზმ-ი

1) ჩვეულებრივ: მისწრაფება იდეალისადმი, სრულყოფობის ძიება; ცხოვრების სინამდვილეში მხოლოდ კარგი მხარეების დანახვა; სულიერი (გონებრივი, ზნეობრივი) და ზოგადი ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება — ნივთიერსა და კერძო ინტერესებთან შედარებით;

2) ფილოსოფიაში: მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც არსებულის საფუძველს წარმოადგენს არა მატერიალური დასაბამი, არამედ სულიერი; იდეალისტ-ი — :

1) ჩვეულებრივ: იდეალის მოტრფიალე, ცხოვრებაში მხოლოდ კარგის დამნახველი და სხვ.; გადატან. მნიშვნ.: ცხოვრების არ მცოდნე ადამიანი;

2) ფილოსოფ.: იდეალიზმის მიმდევარი; იდეალისტური — იდეალიზმის ხასიათის მქონე.

Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9