| | |
1) იგივეა, რაც ფაქსიმილირება,
2) ხელნაწერის დედნის აღდგენა;
3) ერთგვარი მხატვრობა ძველად — განსაკუთრებით ხატებისა; იზოთერები (მრავლ. ბერძ. თეროს „ზაფხული“) — ზაფხულის ერთნაირ საშუალო ტემპერატურიანი ადგილების შემაერთებელი ხაზები დედამიწის ზედაპირზე; იზოთერმები (მრავლ.) — ერთნაირ ტემპერატურიანი ხაზების შემაერთებელი ხაზები დედამიწის ზედაპირზე; იზომერები (მრავლ.) — ერთნაირი შედგენილობის ორგანიული შენაერთები, რომლებსაც — მათ მოლეკულებში ატომთა სხვადასხვა დალაგების გამო — სხვადასხვა ფიზიკური და ქიმიური თვისებები აქვსთ; აქედან: იზომერია— იზომერების წარმოქმნის უნარი; იზომორფიზმ-ი — თვისება ზოგიერთ სხეულთა — დაიდამნონ (დაკრისტალდენ) ერთნაირ ფორმაში სხვადასხვა ქიმიური შედგენილობისას; ასეთ სხეულებს ეწოდება იზომორფული სხეულები. — იზოტროპული სხეულები — ისეთი სხეულები, რომელთა თვისებები (დრეკადობა, სითბოს გამტარობა და სხვ.) ერთნაირია სამთავე ურთიერთ-პერპენდიკულარი მიმართულებით: იზოქიმენები (მრავლ. ბერძ. Cheima „ზამთარი“) — ზამთრის ერთნაირ საშუალო ტემპერატურიანი ადგილების შემაერთებელი ხაზები დედამიწის ზედაპირზე; იზოქრომატული (ბერძ. chrōma „ფერი“) — ერთნაირ ფერიანი; იზოქრომია – გაზეთილი სურათის გაფერადება ზეთის საღებავებით; იზოქრონიზმი ერთდროულობა, ერთჟამიერობა; დროის ერთნაირი ხანგრძლიობა ორ მოვლენათა შუა; მაგ.: რხევათა იზოქრომიზმ-ი — რხევათა პერიოდების ერთნაირი ხანგრძლიობა; იზოჰიფსები (ბერძ. hypsos „სიმაღლე“) — ერთნაირ ზღვისდონის სიმაღლიან ადგილთა შემაერთებელი ხაზები.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |