ადგილი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბებელის მოედანთან, ფასულხანასთან მტკვრის სანაპიროზე ახლაც დგას ნიში წარწერით, რომელიც ვატყობინებს, რომ ამ ადგილას იჭრებოდა ფული („თეთრი“) და იყო სასინჯი პალატა ზარაფხანა. მოხსენიებულია 1678 წელს ნასყიდობის წიგნში. უნახავს აკადემიკოს გიულდენშტედტსაც. 1795 წელს დაინგრა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს (იქვე ყოფილა ზარაფთა ქუჩაც).
See also: ფასულხანა
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.