მდებარეობს თბილისის ჩრდილოეთ აღმოსავლეთით, ქალაქიდან გამოყოფილია 600-650 მეტრი სიმაღლის ძეძვი-მახათას ქედით. წინათ აქ იყო სამი მლაშე ტბა (ავლაბრის, ილგუნიანის და კუკიისა). 1952 წელს მდინარე იორიდან გამოყვანილი სარწყავი არხით შეივსო ეს ტბები და შეიქმნა „თბილისის ზღვა“. მაქსიმალური მოცულობა- 320 მლნ მ. მაქს, ფართობი-30 კვადრატული კილომეტრი სრურულწყლიანობის დროს მაქსიმალური სიგრძე 42-43 კილომეტრი სამეურნეო ფუნქციასთან (მორწყვა)აქ კარგადაა შეთავსებული მშრომელთა კულტურული დასვენების ფუნქციაც. აქვს წყალსადგური და სხვა.
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.