1921-24 წლებში თბილისი დაყოფილი იყო 12 უბნად (რაიონად): I უბანი საბურთალო; ვაკე, ვარდისუბანი, ვერე, დაღმართი მტკვრამდე; II უბანი ყოფილი დავითის (ახლა ბესიკის) ქუჩის ტერიტორია. რუსთაველის გამზირამდე და მაღათოვის კუნძულამდე: III უბანი–სოლოლაკი, პუშკინის ქუჩით მადათოვის კუნძულამდე: IV უბანი–იერუსალიმის (ახლა რიჟინაშვილის) ქუჩის ტერიტორია მტკვრამდე; V უბანი-ხარფუხი, ორთაჭალა,კრწანისის ბაღები, აღმოსავლეთით გრძელდებოდა ქალაქის ბოლომდე; VI უბანი– ნავთლუღი შავსოფლით, კახეთის გზის ტერიტორია; VII უბანი-ავლაბარი; VIII უბანი–რიყე, ჩუღურეთი და მადათოვის კუნძული; IX უბანი–კუკია, კირკის ან ჟორესის ქუჩამდე; X უბანი– ბორჯომისა და აბასთუმნის ქუჩების ტერიტორია; XI უბანი-ბორჯომისა და აბასთუმნის ქუჩების ტერიტორია;XI უბანი- მთელი ნაძალადევი: XII უბანი–მთელი დიდუბე.
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.