მა მგ მდ მე მთ მი მლ მო მრ მს მტ მუ მღ მშ მც მწ მჭ
მებ მეგ მეზ მეთ მეი მეკ მელ მეს მეტ მეფ მექ მეჭ მეხ

მეტეხი

(ციხე-ქალაქი)- მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, შემაღლებულ კლდოვან ადგილზე, აქვე მეტეხის დიდი ღვთისმშობლის, ანუ კარის ეკლესია, მეფემან (დიმიტრიმ) „აღაშენა პალატსა შინა მონასტერი, ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღმრთისმშობლისა“ (ქ. ცხ., II, 272). იოანე საბანისძის ცნობით, აქ ყოფილა სატუსაღო (ტუსაღხანა, რომელიც ცნობილი იყო აგრეთვე სადილეგოს, ანუ ჯინჯილხანას სახელწოდებით (ნ.). აღნიშნულია 1735 წლის თბილისის ვახუშტისეულ გეგმაზე.
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9