კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაზ კაკ კალ კარ კაჭ კახ

კალა

თბილისის ცალკე უბანი იყო, თავდაპირველად, ჰქონდა თავისი ციხე-კალა, აუშენებია სტეფანოზ ერისმთავარს (ქართლის ცხოვრება; I, 223). წარმოიშვა როგორც ციხე-სიმაგრე ძველი თბილისის დასაცავად და თბილისიდან გამოიყოფა სოლოლაკის ხევით (ვახუშტი, „აღწერა" გვ. 52). კალას ზღუდეს ვახუშტი 1642--1667 წლით ათარიღებს. კედელი იწყებოდა ქალაქის ციტადელიდან და მიდიოდა სოლოლაკის ქედამდე და შემდეგ. დადიანისა და პუშკინის ქუჩებით აღწევდა ბარათაშვილის უბანს. მტკვართან, კალას სამხრეთით საზღვრავდა ძველი კალას კედელი, რომელიც ნარიყალასთან წავკისისწყლისხევის პარალელურად მიდიოდა მტკვრისპირამდე. კალაში იყო მეფის სასახლე, სამეფო დაწესებულებები, ეკლესიები, ბაზრები. კალა იყოფოდა ორ უბნად: ზემოუბანი და ქვემოუბანი ჯ. ლომაშვილის აზრით, „კალა" ქვას ნიშნავს (გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, 29 მარტი, 1974).
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9