აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას აფ აღ აშ ახ
ალა ალე ალი ალო

ალექსანდრეს(„ალექსანდროვის“) ბაღი

სხვა სახელებით: ყაბახი“, „ასპარეზი“, „სალაღობო“, „დიდი მოედანი“, „სამხედრო „მოედანი“. „მუზეუმის ბაღი“, ამჟამად "კომუნარების ბაღი“. მისი ზედა ნაწილი ერთხანს სასაფლაოდაც იყო გამოყენებული. XIX საუკუნის 50-იან წლებში ეს ადგილი, მთავარმართებელ ა. ბარიატინსკის შეუძენია. როდესაც ამ ბაღს ეწვია ალექსანდრე III და თავისი ხელით დარგო ხე, „ასპარეზის“ ნაცვლად იმპერატორის სახელი უწოდეს. როგორც ქალაქის ბაღი, იგი გაიხსნა 1855 წელს. 1892 წელს ბაღის ტერიტორიაზე გოლოვინის (ახლა რუსთაველის) პროსპექტის მხრიდან ააგეს „დიდების ტაძარი“ (ამჟამად სურათების გალერეა), 1903 წელს მოქანდაკე ფ.ხოდოროვიჩის პროექტით, ბაღში დაიდგა ნ.გოგოლის 11 ძეგლი, ხოლო 1924 წელს-„მუზეუმის ბაღი“ უწოდეს და დადგეს ეგნატე ნინოშვილის ძეგლი (სკულპტორი ი. ნიკოლაძე).
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9