„ასპარეზი“, „სალაღობო“, „ალექსანდრეს ბაღი")- დიდი მოედანი სამხედრო ვარჯიშობებისათვის. პლ. იოსელიანის ცნობით, მოედანი ყოფილა ქალაქის კედლის ჩრდლოეთითით, მეფე იესეს სასახლის პირდაპირ, აქვე თამამობდნენ ბურთს, იმართებოდა მარულა, სამხედრო პარადი, ყაბახი, ქორწილები, დღესასწაულები. აქვე იყო სასეირნო ადგილი, სალაღობო და სხვა მშენებლობის დაწყების შემდეგ მთავარმართებელ ა. ბარიატინსკის განკარგულებით, მოედნის ნაწილი ბაღად გადაკეთდა, ბაღი წყლით მარაგდებოდა მტკვრიდან (ამჟამად აქ კომუნარების სახელობის ბაღია).
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.