მდებარეობს თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით 5-6 კმ მანძილზე, მტკვრის მარჯვენა მხარეზე, 630 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან,სოფელ ლისის მახლობლად. უდიდესი სიგრძე 1 კმ, უდიდესი სიგანე – 750 მეტრი, სიღრმე – 3 მეტრი, ტბის ფართობი 0,52 კვადრატული მეტრი. ძირითადად იკვებება მიწისქვეშა წყლებით დღა ატმოსფერული ნალექებით. საზაფხულო დასასვენებელი ადგილი, საწყლოსნო სადგური. სახელწოდება ლისის მრავალი განმარტება არსებობს. ზოგი მას ფლორონიმ ლიას (ჭაობის მცენარე) უკავშირებს (ი. მაისურაძე, „საიდან წარმოსდგა ლისის ტბის სახელწოდება“. თბილისი, 11/1I, 1969). იგივე მცენარე ლისის (болотница ) ფორმითაც არის დადასტურებული (ა. მაყაშვილი. ბოტანიკური ლექსიკონი, თბ., 1961, გვ. 84, შეადარე. სოფელი. ლისა “ზნაურის რაიონში, სოფელი. ლია წალენჯიხის რაიონში). გ. ლეონიძის აზრით „ლისი“ ნიშნავს ტბის ჭავლს. ქართლში ამ ტერმინით” „სახლის ნაპირა კედელს“ აღნიშნავენ (გ. ლეონიძე, „ნამცვრევი“). ივანე. ჯავახიშვილის გამოკვლევით, ლისი გაცრილ ქვიშობსაც ეწოდება. ასევეა რაჭაში, ლისი - სილა წვრილი ქვიშა (ვ. ბერიძე, სიტყვის კონა, იმერულ და რაჭულ თქმათა, 27). ვახუშტის მიხედვით ლისი ყოფილა თბილისის (IV საპასპეტოს) საზღვრებში.
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.