(ლოტიკის გორა) - ვრცელი ტერიტორია მახათას ქედის სამხრეთ კალთებზე. ეწოდა მუშა-რევოლუციონერის ლოტკინის სახელი. აქვეა მისი სახელობის ქუჩაზე მემორიალური დაფა, რომელიც რსდმპ თბილისის კომიტეტის I არალეგალური სტამბის (1900 წ.) ადგილსამყოფელს მიუთითებს (სადაც მუშაობდა ლოტკინი).
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.