(ლოგჭინისხევი ძველად ომანისხევი)- ხევი და მდინარე მოედინება იალნოს ქედის სამხრეთ ფერდობზე, წარმოიქმნება მდინარე ნორიოსწყლისა და მარტყოფისწყლის შეერთებით. ვაზიანთან მას ერთვის საცხენისისწყალი, რომელიც იქვე იალნოს ქედიდან მომდინარეობს. მდინარის სიგრძე 43 კილომეტრი, სათავე - 1327 მეტრი და შესართავი 351 32 სიმაღლეზეა ზღვის დონიდან; ერთვის მტკვარს რკინიგზის სადგურ გაჩიანთან. უწინ ყოფილა ამავე სახელწოდების დასახლებაც. ტოპონიმი უკავშირდება „ლოპს“, რაც გაუსხეპავად დატოვებულ მოჭრილ ხეს ნიშნავდა. ამ შემთხვევაში იგულისხმება ადიდებული მდინარის მიერ ჩახერგილი ლოჭი (მ. ჯანგიძე, ისტორიული ლოჭინი, გაზეთი "თბილისი" 3/IX, 1974).
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.