საქართველოს დედამდინარე მოედინება კოლას მთიდან, ვახუშტის მიხედვით, ყოფს „მტკვარი კალას ტფილისსა და ისანს: ხოლო კალასა და ტფილისს ჰყოფს სოლოლაკის წყალი“ („აღწერა“, გვერდი 52). კალა თავდაპირველად ყოფილა დაბა, ესეიგი სოფელი, სადაც ვარაზბაკურის მეფობის დოოს აუგიათ ციხე.
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.