მა მგ მდ მე მთ მი მლ მო მრ მს მტ მუ მღ მშ მც მწ მჭ
მუზ მურ მუშ მუხ

მუშტეიდი (მუშტაიდი)

XIX საუკუნის 30-იან წლებში დიდი ბაღების სახელწოდება მტკვრის მარცხენა ნაპირზე თბილისში, ეკუთვნოდა ირანიდან საქართველოში ჩამოსულ შიიტთა სექტის მეთაურს, ირანელ აღა-მირ-ოფეტ მუშტეიდს. 1853 წელს აღნიშნული ბაღები შეისყიდა ხაზინამ სასოფლო-სამეურნეო ფერმისათვის. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშტეიდის ბაღს ეწოდა ჯერ გ. ჩოდრიშვილის, მერე ს. ორჯონიკიძის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი. ამჟამად მისი ფართობი საკმაოდ შეკეეცილია და მდებარეობს პლეხანოვის გამზირის ბოლოში, „დინამოს“ სტადიონთან, მისი უშუალო გაგრძელება “იყო მებაღეთა სასწავლებლის ბაღი, დატანილია 1896 წლის თბილისის გეგმაზე
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9