ნა ნე ნი ნო
ნაბ ნაგ ნად ნავ ნაზ ნათ ნაკ ნალ ნამ ნაო ნარ ნას ნატ ნაფ ნაქ ნაღ ნაჩ ნაც ნაძ ნახ ნაჯ

ნავთლუღი

ვახუშტის მიხედვით ნავთლუხი–სადაც „დის ნავთი“ („აღწერა", 54). XVIII საუკუნის II ნახევარში სოფელი ყოფილა. მოგზაურ გიულენშტედტის ცნობით სოფელ ნავთლუღში ცხოვრობდა 50 კომლი. მათ ჰქონდათ საკუთარი ციხე-კოშკი, რომელიც ყაფლანიშვილებს ეკუთვნოდათ. რკინიგზის გაყვანის შემდეგ უშუალოდ დაუკავშირდა თბილისს. აქ იყო ნავთობის ჭაბურღილები (საიდანაც მიიღო თავისი სახელწოდება). ნავთლუღის ქედის ტერიტორიას და თბილისის „მხარეს სამხრეთ მტკვრისაგან გამოყოფდა ვრცელი ადგილი დირსიჭალა ნავთლუღი, როგორც თბილისის ნაწილი, აღმოცენდა მხოლოდ XIX საუკუნის დამდეგს, როდესაც მეფის მთავრობამ აქ დაასახლა გადამდგარი ჯარისკაცები და რუსი მოხელეები–ადგილის კოლონიზაციის მიზნით (ნ.ერეკლესციხე).
See also: დირსიჭალა, ერეკლესციხე
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9