ლა ლე ლი ლო ლუ
ლეკ ლელ ლენ ლეღ

ლენინის მოედანი

თავდაპირველად მას „შტაბის“ მოედანი ეწოდებოდა. 1829--1830 წლებში პასკევიჩის მიერ ერევნის ციხე-სიმაგრის აღების გამო ეწოდა ერევანსკის მოედანი, ანუ პასკევიჩ-ერევნელის მოედანი, მდებარეობდა გარეუბანსა. და შუაბაზარს შორის. მოედნის შუაგულში დიდი ბაზარი იყო, აქედან იწყებოდა სოლოლაკი (თანამედროვე კიროვის ქუჩა), ვერცხლის რიგი (ლესელიძის ქუჩა, გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტი) და სხვა საქართეელოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეწოდა ჯერ „თავისუფლების“, მერე კი „ამიერკავკასიის“ მოედანი (სამი რესპუბლიკის ფედქრაციის აღსანიშნავად). მოედანს შემდეგაც შეეცვალა სახელი. 1953 წ. ეწოდა ლენინის სახელი.
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9