მოზრდილი უბანი თბილისის მიდამოებში, შესაძლებელია ეს იყოს საბურთალოს ერთ-ერთი ძველი სახელწოდება (გიორგი ლეონიძე). როდესაც თბილისმა მეფე ბაგრატ IV მოიწვია „ყოველი ერი ქვეითი დაკაზმული უმედეულსა დახვდა“ (ქართლის ცხოვრება; I, 299).
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.