ადგილი სამგორში (თბილისის გარეუბანი). მუშაპოეტის შაქრო ნავთლუღელის აზრით. „ღომელაური“ თითქოს „ღომისაგან წარმოსდგება; კ. ხარაძის აზრით, ღომელაური შეიცვალა სამგორით (მისი „ერთი ქართული ტოპონიმის ლოკალიზაციისათვის“ (საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შრომები., ტომი XII, გვერდი 287).
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.