ნარიყალას ციხის კოშკი (დასავლეთ მხარეზე), კომკავშირის ხეივანში, შურისციხის წინა კოშკი. იგი მართკუთხაა და ყველაზე მაღალია ნარიყალას დაცვის სისტემაში. გადმოცემით, აქ თითქოს არაბებს ჰქონიათ ობსერვატორია, ერთხანს შიგ ყოფილა მეფის სასახლეც. 1836 წელს აქ მოეწყო თბილისის მეტეოროლოგიური და მაგნიტური ობსერვატორია, დაინგრა 1927 წელს დიდი მიწისძვრის გამო.
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.