მდებარეობდა მტკვრის პირას ბატონის მოედანზე, აქ იყო მეფის აბანო და მტკვრიდან ჩარხებით ამოჰქონდათ წყალი, მოხსენიებულია 1759 წლის ნასყიდობის წიგნში (საქართველოს ცენტრალური არქივი, 1450, დავთარი 8, საბუთი 239). დაინგრა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს.
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.