დაბა-აგარაკი თბილისის დასავლეთით, დაახლოებით 1000-მეტრი სიმაღლეზე ზღვის დონიდან, მდინარე ვერეს მარჯვენა მხარეზე. სახელწოდება უკავშირდება მუხის ძველქართულ სახელს – „წყან“ (შეადარე მეგრულს "ჭყონი", არნოლდ ჩიქობავა).
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.