აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას აფ აღ აშ ახ
აგა აგუ

აგარანი

ძველი თბილისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფლების-წავკისის, შინდისის, ტაბახმელასა და კოჯრის საზოგადო სახელწოდება. ეს იყო ქართველ მეფეთა და დიდებულთა საზაფხულო რეზიდენცია. აქ გარდაიცვალა თამარ მეფე. აგარანი–საზაფხულო დასასვენებელი ადგილი, აქედან „აგარაკი“, კრებითი სახელი გარკვეული ტერიტორიისა (ნ. ბერძენიშვილი, ძველი თბილისის ტოპონიმიკიდან, აგარანი, „მიმომხილველი“, II, თბ., 1951, გვ. 37-60),XVII-- XVIII სს. აგარანთან ერთად იხმარება „საგარეო“ აგარანი მოხსენიებული აქვს ვახუშტის. აღნიშნულია 1735 წლის თბილისის ”ვახუშტისეულ გეგმაზე.
Source: გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978., თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშ
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9