მონასტერი, სკოლა-ინტერნატი, მეურნეობა, მდებარეობს თბილისის დასავლეთით 30 კმ მანძილზე, 900––950 მაღლეზე ზღვის დონიდან მდინარე ვერეს სათავეში, თრიალეთის მთების სამხრეთ კალთებზე, დაბა წყნეთის მახლობლად, წინათ ეს მიდამოები ეკუთვნოდა მეფისნაცვლის კანცელარიის უფროსს ბარონ ნიკოლაის. ტაძარი აშენებულია XII საუკუნეში; მასში შემონახულია თამარ მეფის პორტრეტული გამოხატულება ორბელიანის მიხედვით, ბეთანია არის „სახლი სათნოებისა, გინა დიდებისა, გინა მორჩილებისა“.
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.