ადგილი თანამედროვე ენგელსის ქუჩის სამხრეთ, ნაწილში. თავდაპირველად აქ ყოფილა ბეთლემის ეკლესია, მერე ეწოდა ფეთხაინი. აქვე ყოფილა საქორწინო გასაქირავებელი სახლი ეეგრეთწოდებული მუნთუაშვილების სახლი, რომელსაც „მუნთუაანთდარბაზს უწოდებდნენ“, შედიოდა ქვემოუბანში დატანილია 1896 წელს თბილისის გეგმაზე, ბოტანიკური ბარის მახლობლად.
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.