გა გე გვ გზ გი გლ გმ გო გრ გუ
გაბ გან გარ გას გაღ გაჩ გახ

გარეთუბანი

(,წინაქალაქი“)- აღნიშნულია თბილისის 1867 წლის გეგმაზე. წარმოადგენდა ცალკე უბანს (მეორე უბანი იყო – საკუთრივ ძველი თბილისი, მესამე-ავლაბარი, მეოთხე-კუკია) ჩუღურეთი და ახლანდელი სამგორის მიდამოები, ცალკე ერთეულად ითვლებოდა. ქალაქის IV ნაწილი საკუთრივ თბილისის კალასა და სოღდებილის შემდეგ. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ქალაქის გალავნის ფარგლებს გარეთ იყო და ამიტომ გარეთუბანი ეწოდებოდა.გარეთუბნის მასიური დასახლება დაიწყო 1833 წლიდან ქალაქის ახალ დაგეგმარებასთან დაკავშირებით, ძირითადად ეკავა ახლანდელი ლენინის მოედნის, მოსწავლეთა სასახლის ტერიტორია. აქ გაშენებული ბაღები მეფე გიორგი XII-ს ეკუთვნოდა, ირწყვებოდა მდინარე წავკისისწყლიდან გამოყვანილი ორი არხით. 1803 წლიდან „გიორგის ბაღი“ (მთავარმართებელმა ციციანოვმა (ციციშვილმა) აღადგინა, შემდეგ დაისაკუთრა და შიგ თავისი რეზიდენცია ააგო (მ. ჩორგოლაშვილი, თბილისის ბაღების ისტორიისათვის. ჟურნალი „საქართველოს ბუნება" 1973), გიორგის ბაღის ნაწილი დღესაც შემორჩენილია თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ტერიტორიაზე
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9