( გაბაანთწყარო) ლურჯ მონასტერთან. ლურჯი მონასტრის მიმდებარე მიწები ცნობილ ქართველ მოგხაურს რაფიელ დანიბეგაშვილს ეკუთვნოდა. კახნიაშვილის ცნობით, პარკის ფართობი XIX ს. ბოლოს ეკუთვნოდა მღვდელ გამდლიშვილს, რო–-მელმაც მას გალავანი შემოავლო (მისი ნარჩენები ახლაც შემორჩენილია ზოგან). მისივე სიტყვებით, ხეხილის ბალები აღწევდა თანამედროვე აბრეშუმკომბინატამდე. რ. დანიბეგაშვილის „მიერ ნახსენები თხრილი და ხევი ახლა ძალზე შემცირებულია, წინათ ხევი იწყებოდა დაახლოებით VI სამუალო სკოლის უკან, შემდეგში მოსწორებულ ფართობზე გაშენდა ჯერ სასაფლაო, მერე პარკი, ხოლო პარკში ახალი შენობები (მ. შ. საჭადრაკო სასახლე). ამჟამად თხრილის სიგანე 40--45 მ არ აღემატება, სიგრძე არა უმეტეს 100 მეტრი მის ქვევით გაშენებულია ავტობაზა, მერე კი მოდის სანაპირო ხაზი. ეს ის რიყეა, რომელიც არსებობდა სანაპიროს ნაგებობათა გაშენებამდე, თანამედროვე კიროვის პარკის ტერიტორიაზე. იყო სახნავი მიწები და ხეხილის ბაღები, რომელიც გრძელდებოდა მდინარე ვერეს შესართავამდე (წყარო ამჟამად დაკარგულია).
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.