(მრავალი სახელით იწოდებოდა: ერევნისკარი, სამხრეთისკარი, სოლოლაკისკარი, კარისკარი, უჯარმისკარი (ჯუანშერი) მდებარეობდა იმ მთავარ სავაჭრო გზაზე, რომელიც) აღმოსავლეთით და სამხრეთით მოიმართებოდა თბილისისაკენ. ეს გზა სეიდაბადზე გავლით სამხრეთ კედლის კარიდანაც შემოდიოდა, ამიტომ მას სამხრეთისკარიც ერქვა. აქვე შემოდიოდა გზა ტაბახმელიდან და კრწანისიდანაც. ეს იყო მთავარი კარი, ამიტომ მას კარისკარსაც უწოდებდნენ. გაშენებული იყო მტკვრის "მარცხენა ნაპირზე, კალას დასავლეთ კედელზე, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან (აბანოების მხრიდან).
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978