დასახლებული უბანი თრიალეთის კალთებზე. „იშიტუტრუქის კლდესა შინა არს მონასტერი მთაწმინდისა“ (ქ. ცხ., IV, 338). ლ. მელიქსეთ-ბეგის აზრით, იშიტუტრუქი არის მცენარის (ღანძილი)სახელწოდება რომლითაც დაფარული ყოფილა ეს ადგილი. აქვე ყოფილა როსტომ მეფის მიერ გაშენებული ბაღები. თ. ბერიძემ დააზუსტა რომ იშიტუტრუქი ზუსტად მდებარეობდა წავკისისწყლის მარცხენა ნაპირზე. (მდინარესა და კოჯრის გზას შორის, მთაზე). მისი აზრით, სოლოლაკისა და იშიტუტრუქის ქედების სახელი იდენტურია. ვახუშტის თავის შედგენილ თბილისის გეგმაზე (1735) აღნიშნული აქვს, რომ მდებარეობდა მთაწმინდის მახლობლად.
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978