და დე დი დო დრ დუ
დაბ დავ დათ დამ დარ დაღ დაჭ დახ

დაბაღხანა

წმდინარე; თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ცნობილია კიდევ სამი სახელწოდებით: ლეღვთახევი, სოლოლაკისწყალი და წავკისისწყალი მდინარე მოედინება უძოს მთის კალთებიდან, უერთდება მტკვარს გორგასლის მოედანთან, მეტეხის ციხის პირდაპირ, 381 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, სათავეში იგი წავკისისწყლად იწოდება(რადგანაც სოფელ წავკისზე გაივლის), შემდეგ ფართო ხევში შედის და ლეღეთახევს უწოდებენ (ამ ხევში ლეღვის ხის სიხმირის გამო), ხოლო შესართავთან - დაბაღხანას, უკანასკნელი სახელწოდება იმ სამუშაოს უკავშირდება, რომელსაც აქ ერთ დროს დაბაღები (მეტყავეები) ასრულებდნენ.
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9