ზედაციხე, შურისციხე, თბილისის (კალას, ციხე, მთავარი ციხე, თავადიციხე, დედაციხე, მაღალიციხე, თბილისის მკვიდრი მაჰმადიანები ისკანდერისციხეს უწოდებდნენ. მდებარეობს სოლოლაკის მთაზე, გადაჰყურებს მთას. ნარიყალა ეწოდება საკუთრივ ციხესა (კალას) და მის გარშემო ადგილს. გიორგი ლეონიძის აზრით, ნარიყალა არის მომცრო ზღუდე, გალავანი, რიყის ქვით ნაშენი. ნარიყალები ბევრი ყოფილა ქართლ-კახეთში (შდრ. ციხე-სიმაგრე ნარინ-ყალა დეობენდში, გაზეთი „იზვესტია" 19/XI, 1973 წელი, გვ. 4).
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.