ნასოფლარი და დაბალი ადგილი სოფელ დიღომთან. დიღმის ველზე არსებული ყოფილი „დიდი მცხეთის“ უბანი. ახლა იმ ადგილას დიღმის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობაა (ქულბაქი იგივე დუქანია).
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.