ადრე სოფელი-ვრცელი დასახლებული უბანი, თბილისის ჩრდილო- დასავლეთით წინათ ეკავა დიდი ფართობი დღევანდელი ნაძალადევის ჩათვლით, ვახუშტის მიხედვით „ტფილისის ჩრდილოეთით არის მინდორი დიდუბისა, რომელსაც პირველ ეწოდა „ცხენისტერფი“ („აღწერა,“ გვერდი 54). რკინიგზის გაყვანის. შემდეგ დიდუბის ვრცელი ფართობი ორად გაიყო, ერთ ნაწილს დიდუბის სახელი შემორჩა, ხოლო მეორეს (რკინიგზის გადაღმა) ნაძალადევი ეწოდა. ძველად დიდუბე იყო ქალაქის კედლებს გარეთ, სადაც მეფის სასახლე) იყო. („თამარის დროშა გაშალეს, შეკრბა დიდუბეს ლაშქარი“) სახელწოდება ადგილის ფიზიკურ თავისებურებას („ჩავარდნილი") უკავშირდება. 1896 წელი თბილისის გეგმის მიხედვით შედიოდა X უბანში (კოლონია) და მდებარეობდა მუშტაიდსა და მებაღეთა სასწავლებლის მახლობლად. დიდუბეში იქორწინეს თურმე თამარ მეფემ და დავით სოსლანმა (ქართლის ცხოვრება., II, 47,122). 1846 წ. დიდუბეში მოეწყო ჰიპოდრომი 1883 წელს აშენდა რკინიგზის მთავარი სახელოსნოები, ცხენის ტრამვაის პარკი, 1822 წელს აშენდა მაუდის ფაბრიკა (მერე კომბინატი). 1839 წელი. მდინარე მტკვარზე გადებულმა ხიდმა ერთმანეთს დააკავშირა დიდუბე და საბურთალო. ხოლო მტკვარზე არსებული ბორანი გაუქმდა.
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.