სხვა სახელით შუაკარი გაშენებული იყო კალას კედლის უკიდურეს დასავლეთ კუთხეში, კოჟრისკარის” დასავლეთით, მცხეთიდან მომავალი გზა ორ ტოტად იყოფოდა: ერთი წავკისისკარით შემოდიოდა თბილისში, ხოლო მეორე- დიღმისკარით. მისი ნაშთი (მათ შორის კოშკის ნაშთები) შემორჩენილია პუშკინის ჩიხში (ლენინის მოედანთან) პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩების შესაყარში. ეს ეგრეთ წოდებული "სადიღმო შარა" მოხსენიებულია 1740 წელს ნასყიდობის წიგნში.
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.